რეზონანსი
04.02.2026

ევროპარლამენტის წამყვანმა კანონმდებლებმა სავაჭრო საკითხებში ოთხშაბათს ვერ შეძლეს საერთო პოზიციის შეჯერება ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმებასთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტარები შეთანხმდნენ პაქტის იმპლემენტაციის პროცესის განახლებაზე, ოთხშაბათის შეხვედრაზე მაინც ვერ მოხერხდა იმ დარჩენილი დაბრკოლებების გადალახვა, რომლებიც ეხება პარლამენტის პოზიციას ამერიკულ სამრეწველო საქონელსა და ლობსტერებზე ტარიფების გაუქმებასთან დაკავშირებით.

ვაშინგტონმა უკვე შეამცირა ტარიფები ევროპულ ავტომობილებზე მას შემდეგ, რაც ბრიუსელმა წარადგინა ის კანონმდებლობა, რომლის გარშემოც ევროპარლამენტარები ჯერ კიდევ დაობენ.

„ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩვენ გვჭირდება ძლიერი და ერთიანი ევროპა. ეს არ არის ტაქტიკის, პოლიტიკური პრეფერენციების ან ეროვნული რეფლექსიის საკითხი - ეს ევროპული მნიშვნელობის საკითხია“, - განაცხადა ბერნდ ლანგემ, ევროპარლამენტის სავაჭრო კომიტეტის თავმჯდომარემ და ამ საკითხზე მომუშავე წამყვანმა კანონმდებელმა.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მუშაობას და კომიტეტში [კენჭისყრას] 24 თებერვალს გავმართავთ, ხოლო პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა, სავარაუდოდ, 11 მარტს მოგვიწევს... ჩვენ გვაქვს მართლაც კარგი შესწორებების მთელი პაკეტი, რომელიც მომავალ სამშაბათს დასრულდება“, - განუცხადა მან POLITICO-ს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×