რეზონანსი
04.02.2026

4 თვე 4 ოქტომბრიდან - ბრიუსელისგან პასუხი ისევ არ არის. ევროკავშირს არცერთი განცხადება არ გაუკეთებია - არც დაგმეს, არც გაემიჯნენ, ასეთი მოწოდება კი საჯაროდ არაერთი გაკეთდა სწორედ პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან. სპიკერი ამბობს, რომ ევროკავშირის მაღალჩინოსნების დუმილი უკვე პოზიციაა, რომ ბრიუსელი მხარს უჭერს ძალადობას და ხელისუფლების დამხობის მცდელობას. პაპუაშვილის თქმით, ეს გასაკვირი არ არის იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რასაც გარე აქტორები 4 ოქტომბრამდე და უშუალოდ შტურმის მიმდინარეობის პარალელურადაც აკეთებდნენ.

ბრიუსელის პოზიცია და დემონსტრანტების მხარდაჭერა, ხელისუფლების ოპონენტებისთვის სადავო არც აქამდე ყოფილა. იმის მიუხედავად, რომ ევროპელი მაღალჩინოსნების დუმილს სხვადასხვაგვარად ხსნიან.

სიცრუის პროპაგანდა და ძალადობის მხარდაჭერაა "ქართული ოცნებისთვის" სახელმწიფო დამხობის მცდელობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე შტურმის, "სასახლის ღობის საქმედ" მოხსენიება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეს ფაქტიც მნიშვნელოვანი რეალობის გადაფარვის მიზანმიმართული მცდელობაა.

"ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ ბრიუსელიდან ძალადობას ვერ გმობენ, რადგან ის თავადვე წაახალისეს - პირდაპირი განცხადებით, რომელიც ევროკავშირის პრესსპიკერმა ჯერ კიდევ 4 ოქტომბრის აქციამდე გააკეთა.

პირდაპირი მხარდაჭერა დამხობის მცდელობისთვის - პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მსგავსი განცხადებები იმ სამწუხარო რეალობაზე მიუთითებს, რომლის წინაშეც დღეს ევრობიუროკრატია დგას.

სახელისუფლებო გუნდი ევროკავშირის მოქმედი ჩინოსნებისგან 4 ოქტომბრის მოვლენებზე პოზიციის დაფიქსირებას აღარ ელოდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×