რეზონანსი
04.02.2026

ერთი წელი გა­ვი­და თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი, გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი­დან. 2025 წლის 17 თე­ბერ­ვალს 22 წლის თა­მაზ მთივ­ლიშ­ვი­ლი სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღე­ზე სას­ტი­კად მოკ­ლეს. ახალ­გაზ­რდა სცე­მეს, მათ შო­რის, მწვა­ნი­ლის საჭ­რე­ლი და­ფით. ის რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში იპო­ვეს.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში 5 პირი მი­ე­ცა, თუმ­ცა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა თავ­და­პირ­ვე­ლად 3 მათგანის და­კა­ვე­ბა შეძ­ლეს.

და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი მთივ­ლიშ­ვი­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იყ­ვნენ. ბრალ­დე­ბუ­ლებს - ვე­რი­კო კა­პა­ნა­ძეს, ლუკა გვე­ნე­ტა­ძეს, საბა რო­ბა­ქი­ძეს, ბა­ი­რამ ალი გუსე­ი­ნო­ვის ჩადენილი გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას ედა­ვე­ბი­ან.

ბა­ი­რამ ალი გუსე­ი­ნოვს ინ­ტერ­პო­ლი ამ დრომ­დე ეძებს, გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლი კი სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნის შემ­დეგ, რუ­სეთ­ში და­ა­კა­ვეს. მისი ექ­სტრა­დი­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს მოხ­და.

20 თე­ბერ­ვალს ბი­ნა­ში მი­სულ პა­პაშ­ვი­ლის დე­დას სახ­ლში ცხე­და­რი დახ­ვდა, სწო­რედ მან და­რე­კა 112-ში და აც­ნო­ბა ძა­ლოვ­ნებს, რომ მის სახ­ლში ახალ­გაზ­რდა ბი­ჭის ცხე­და­რი იყო. იმ დღეს გა­ი­გო ეს თავ­ზარ­დამ­ცე­მი ამ­ბა­ვი თაზო მთივ­ლიშ­ვი­ლის დე­დამ. ყვე­ლა­ზე შემ­ზა­რა­ვი კი ის იყო, რომ ორი დღე ჩვე­უ­ლებ­რივ აგ­რძე­ლებ­დნენ ცხოვ­რე­ბას ამ უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლის თვითმხილ­ვე­ლე­ბი და სამ­სა­ხუ­რებ­შიც კი და­დი­ოდ­ნენ. მა­შინ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩხუ­ბის მი­ზე­ზი ფული იყო. პა­პაშ­ვი­ლი მო­ი­თხოვ­და რომ თა­ნამ­შრომ­ლებს სამ­სა­ხურ­ში სა­ლა­რო­დან ფული მო­ე­პა­რათ და მის­თვის გა­და­ე­ცათ, იგი­ვეს ითხოვ­და თა­ზოს­გან. თაზო აპ­რო­ტეს­ტებ­და უფ­რო­სის­თვის ფუ­ლის "მო­ტეხ­ვას" და არ აკე­თებ­და და ეს გახ­და ჩხუ­ბის მი­ზე­ზი.

მკვლე­ლო­ბი­დან ერთი წლის შემ­დეგ "ამბებთან" პირ­ველ კო­მენ­ტარს აკე­თებს მოკ­ლუ­ლი თაზო მთივ­ლიშ­ვი­ლის დედა. ეთო აკო­ფაშ­ვი­ლი ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლის­თვის სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბას ითხოვს.

"ჩემი შვი­ლი მოკ­ლეს წი­ნას­წა­რი და­გეგ­მვით და შე­თან­ხმე­ბით არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით. და­ნა­შა­უ­ლი სრუ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია ვი­დე­ო­მა­სა­ლის ექ­სპერ­ტი­ზე­ბით მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით, რო­მე­ლიც პრო­კუ­რა­ტუ­რის ხელ­შია.

ახლა მთა­ვა­რი დამ­გეგ­მა­ვი მკვლე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­შია. მოხ­და მისი ექ­სტრა­დი­რე­ბა. ახლა პრო­კუ­რორ­მა და მო­სა­მარ­თლემ უნდა და­იც­ვან სა­მარ­თა­ლი, სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა გი­ორ­გი პა­პაშ­ვილს, ასე­ვე და­კა­ვე­ბულ სამ ადა­მი­ან­საც, რომ­ლე­ბიც თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ე­ბი და ხელ­შემ­წყო­ბე­ბი არი­ან ამ მკვლე­ლო­ბის. ამ ჯა­ლა­თებ­მა ჩემი უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი შვი­ლი მო­მიკ­ლეს. მო­უ­ლოდ­ნე­ლი და თავ­ზარ­დამ­ცე­მი იყო ეს ამ­ბა­ვი, ჩემი სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბა წა­ი­შა­ლა წამ­ში. არა ­მარ­ტო ჩემი შვი­ლი, არა­მედ მეც მომ­კლეს იმ ჯა­ლა­თებ­მა. ღამე სა­ში­ნე­ლი კოშ­მა­რი დგე­ბო­და ჩემს თავს. ფსი­ქო­ლო­გის და ელი­სო რუ­ხა­ძის წყა­ლო­ბით გა­მო­ვე­დი ცოტა მდგო­მა­რე­ო­ბი­დან" - თქვა მოკ­ლუ­ლი ბი­ჭის დედამ.

ხვალ უმ­ძი­მეს და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე წარ­დგე­ბა. პრო­ცე­სი 16:00 სა­ათ­ზეა ჩა­ნიშ­ნუ­ლი.

წყარო: www.ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×