
ისტორიკოსი იგორ კვესელავა თბილისის სახლმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტის შეერთებას კვესელავა უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ შესაძლოა უმაღლეს სასწავლებელში რაღაც საკითხები მოსაგვარებელი ყოფილიყო, მაგრამ ამხელა რეორგანიზაციისთვის მზად არავინაა. არც იმას გამორიცხავს, რომ ხელისუფლება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებოდეს.
იგორ კვესელავა: ყველამ იცის, რომ ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის დროს განათლების სისტემის რეორგანიზაცია მოხდა. იმ პერიოდშიც იქნა შეცდომები დაშვებული, მაგრამ იქ ცოტა განსხვავებული სიტუაცია იყო.
რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, როცა ამხელა დაწესებულებაზეა ლაპარაკი და სისტემის თავში მდგომი პირები ყველაფერს წყვეტენ, ასეთი ნაბიჯების გადადგმა ნამდვილად არასწორია. თვითონ კი არ უნდა გადაწყვიტონ, არამედ საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ეს წინასწარ უნდა დაიგეგმოს, თუნდაც გაზეთში გამოაცხდონ, ანუ მეცნიერ-პროფესორებისთვის უნდა გაეზიარებინათ, თუ რას აპირებდნენ, ეკითხათ აზრი. სამწუხაროდ, ეს არ გაკეთდა და თვითნებურად ფაკულტეტების გაუქმება და ლექტორების გაყრა დაიწყო.
- სიტვა „ჩარეცხილები", რომელიც სააკაშვილის პერიოდში გამოიყენეს, კვლავ გაჩნდა. იმ დროსაც ამას ცუდი შედეგები მოჰყვა. წლების განმავლობაში რომ უნივერსიტეტში ასწავლიან და მერე ქუჩაში გაყრიან, ეს ნამდვილად არ არის კარგი.
ამიტომ ვამბობ, რომ წინასწარ შეიძლებოდა საკითხის განხილვა სხვადასხვა გზით და არა ასე, პირდაპირ კაბინენტების გაუქმებით.
ახლა რომ ვაკვირდები პროცესებს, მთლად ეგრე არა, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში როგორც მოხდა, იგივენაირად მეორდება. მოულოდნელად მოხდა, თუმცა კი იძახიან ვიღაცეებმა იცოდნენო. თუ ამაზე ინფორმაცია ვინმეს ჰქონდა, აუცილებლად უნდა თქვას, ამის ვაჟკაცობა უნდა ჰქონდეთ.
არც ერთ ქვეყანაში ასე არ ხდება, უცებ, ჩუმად არავინ აკეთებს. ვინაიდან ასე დაფარულად გააკეთეს, ხალხისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, ამის ერ-ერთი მიზეზი ესეც იყო.
ამ ხელისუფლებას ვურჩევ, რომ ყველაფერი ცხადი გახადოს, და საზოგადოებას განსჯის საშუალება მისცეს. ეს ძალიან მარტივი იყო. თან შუა სასწავლო პერიოდში აცხადებენ ასეთ რამეს, დამთავრებულიყო სემესტრი და მერე ეთქვათ, კაცო.
ირაკლი კობახიძეა მთავრობის სათავეში და, წესით, უნდა იცოდეს, რომ შუა პერიოდში და ასე მოულოდნელად საქმე არ კეთდება. სწორედ ამიტომაა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ამას პარტიულ გადაწყვეტილებად აღიქვამს.
კითხვა ჩნდება, საჭიროა თუ არა საერთოდ ამ ორი უნივერსიტეტის შეერთება? ჩვენ უნივერსიტეტის სხდომაზეც ვისაუბრეთ, რომ სასწავლებელი განახლებას საჭიროებს, ეს აუცილებელია. ბევრი რამე შესაცვლელია, ჯერ კიდევ ძველი მიდგომებია. მე ვეთანხმები იმასაც, რომ სტუდენტს ყველა საჭირო პირობა უნდა ჰქონდეს. ყველა პრობლემა მოგვარებული უნდა იყოს, ამაზე არავინ დაობს. თუმცა აქ ფორმაზეა საუბარი, რასაც ახლა ესენი აკეთებენ, ამის აუცილებლობა არ იყო. კიდევ ვიმეორებ, პროფესორები საქმის კურსში უნდა ყოფილიყვნენ.
თვითონ იძახიან, რომ დისკუსიები საჭიროა, მაგრამ არ მესმის, განათლების საკითხზე რატომ არ შეიძლებოდა დებატები გამართულიყო?! საქართველოში 19-მდე სახელმწიფო უნივერსიტეტია, ე.ი. რადგან ეს ასეა და თვითონ აფინანსებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ მთლიანად მათ უნდა მართონ? ამ ლოგიკას მიჰყვებიან. ე.ი., რადგანაც მე გაფინასებთ, ჩემი უნდა იყოთო და ჩემი პოლიტიკა უნდა გაატაროთო, ამას ეუბნებიან. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. ეს მიდგომა მარტო პროფესორებს კი არ ეხება, არამედ სტუდენტებსაც. საქმე ისაა, რომ „ქართულ ოცნებას" ჰგონია, ყველაფერში მართალია.
არაერთხელ მითქვამს, მათი ბოლო დროინდელი რეფორმები შეიძლება გამოწვეულია იმით, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან.
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝ ᲐᲛ ᲡᲘᲢᲣᲐᲪᲘᲐᲨᲘ ᲐᲠᲪ ᲔᲠᲗᲘ ᲛᲘᲛᲐᲠᲗᲣᲚᲔᲑᲘᲗ ᲐᲠ ᲐᲠᲘᲡ ᲛᲝᲛᲖᲐᲓᲔᲑᲣᲚᲘ, ᲠᲝᲛ ᲐᲛᲮᲔᲚᲐ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲐ ᲛᲝᲛᲮᲓᲐᲠᲘᲧᲝ. ᲝᲠᲘᲕᲔ ᲣᲜᲘᲕᲔᲠᲡᲘᲢᲔᲢᲘ 100 ᲬᲔᲚᲡ ᲒᲐᲓᲐᲪᲘᲚᲔᲑᲣᲚᲘᲐ. ᲢᲔᲥᲜᲘᲙᲣᲠᲘ ᲣᲜᲘᲕᲔᲠᲡᲘᲢᲔᲢᲘ ᲬᲐᲠᲛᲝᲐᲓᲒᲔᲜᲡ ᲡᲞᲔᲪᲘᲐᲚᲣᲠ ᲓᲐᲬᲡᲔᲑᲣᲚᲔᲑᲐᲡ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲡᲐᲘᲜᲟᲘᲜᲠᲝ ᲙᲐᲓᲠᲔᲑᲡ ᲐᲛᲖᲐᲓᲔᲑᲡ. ᲐᲛᲐᲡ ᲡᲮᲕᲐᲒᲐᲜ ᲕᲔᲠ ᲛᲝᲐᲮᲔᲠᲮᲔᲑᲔᲜ. ᲚᲐᲑᲝᲠᲐᲢᲝᲠᲘᲔᲑᲘᲡ ᲡᲮᲕᲐᲒᲐᲜ ᲒᲐᲓᲐᲢᲐᲜᲐ ᲨᲔᲣᲫᲚᲔᲑᲔᲚᲘᲐ. ᲙᲘ ᲑᲐᲢᲝᲜᲝ, ᲰᲣᲛᲐᲜᲣᲢᲐᲠᲣᲚᲘ ᲞᲠᲝᲤᲔᲡᲘᲔᲑᲘᲡ ᲛᲝᲛᲖᲐᲓᲔᲑᲐ ᲘᲥ ᲐᲣᲪᲘᲚᲔᲑᲔᲚᲘ ᲐᲠᲐᲐ, ᲛᲐᲒᲠᲐᲛ ᲢᲔᲥᲜᲘᲙᲣᲠᲘ ᲛᲘᲛᲐᲠᲗᲣᲚᲔᲑᲘᲗ ᲐᲣᲪᲘᲚᲔᲑᲔᲚᲘᲐ.