რეზონანსი
04.02.2026

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კრემლი ამჟამად ვლადიმერ პუტინსა და საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარს არ გეგმავს.

პესკოვმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი და რუსეთი „სამუშაო“ დონეზე ინარჩუნებენ კონტაქტებს, თუმცა სატელეფონო საუბრის კონკრეტული გეგმები ჯერ არ არსებობს.

მისივე თქმით, მოსკოვსა და პარიზს შორის სამუშაო ურთიერთობებშi „აღსანიშნავი“ არაფერი არ არის.

ცნობისთვის, 3 თებერვალს ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ  ვლადიმერ პუტინთან დიალოგის განახლება „მზადების ეტაპზეა“. მისივე თქმით, დისკუსიები ტექნიკურ დონეზე მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×