მარიამ ვეკუა
04.02.2026

ლიბიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და საკამათო ფიგურა, საიფ ალ-ისლამ კადაფი, სავარაუდოდ, მოკლეს. ამან ლიბიაში ძალაუფლებისა და უსაფრთხოების კრიზისზე ახალი კითხვები გააჩინა - ყოფილი ლიდერის მემკვიდრის გარდაცვალების გარემოებები კვლავ ბუნდოვანია და ურთიერთგამომრიცხავი ვერსიებით ვრცელდება.

ლიბიის ყოფილი ლიდერის, პოლკოვნიკ მუამარ კადაფის 53 წლის ვაჟის, საიფ ალ-ისლამ კადაფის გარდაცვალება სამშაბათს მისი პოლიტიკური გუნდის ხელმძღვანელმა დაადასტურა.

მისმა ადვოკატმა ფრანს-პრესს განუცხადა, რომ „ოთხკაციანმა კომანდოს" რაზმმა ის თავის სახლში მოკლა, თუმცა უცნობია, ვინ დგას თავდასხმის უკან.

  • ოთხკაციანმა კომანდოს რაზმმა ის თავის სახლში მოკლა

უცხოურ მედიაში ვრცელდება საპირისპირო ვერსიაც, მოკლულის დამ ლიბიის ტელევიზიას განუცხადა, რომ ის ალჟირის საზღვართან ახლოს გარდაიცვალა.

საიფ ალ-ისლამ კადაფი, მამამისის შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში ქვეყანაში ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლებოდა. მამამისი ლიბიას 1969-2011 წლებში მართავდა. ის „არაბული გაზაფხულის" აჯანყების დროს ამბოხებულებმა შეიპყრეს და წამებით მოკლეს.

ამის შემდეგ, საიფ ალ-ისლამი ახალმა ხელიუსფლებამ დააპატიმრა და პროტესტის სასტიკ ჩახშობაში შეტანილი წვლილისთვის გაასამართლა. მან ტყვეობაში თითქმის 6 წელი დაჰყო.

ამჟამად ლიბიას ორი - პროთურქული და პროეგვიპტური - მთავრობა აკონტროლებს.

მამამისის ლიდერობის დროს, საიფ ალ-ისლამი მაღალი დონის მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობდა-ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობაში ოფიციალური თანამდებობა არ ჰქონდა.

ის ამ მოლაპარაკებებში ხშირად საკმაოდ წარმატებული იყო და საერთაშორისო სანქციების მოხსნასაც კი მიაღწია. ამის გამო ზოგი მას რეფორმატორადაც კი მიიჩნევდა.

უმცროსი კადაფი ყოველთვის ამბობდა, რომ მამამისისგან მემკვიდრეობით ძალაუფლების მიღების სურვილი არ ჰქონდა.

თუმცა, 2021 წელს მან გამოაცხადა, რომ კენჭს არჩევნებში პრეზიდენტობისთვის იყრიდა, რომლებიც შემდეგ განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×