რეზონანსი
04.02.2026

შემ­თხვე­ვა ავ­სტრა­ლი­ის სამ­ხრეთ-და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­როს­თან, პერ­თი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 200 კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით მოხ­და. ოჯა­ხი და­სას­ვე­ნებ­ლად იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­დე­საც ძლი­ერ­მა ქარ­მა მათი გა­სა­ბე­რი სერ­ფინ­გის და­ფე­ბი და კა­ი­ა­კი “გე­ოგ­რაფ ბე­ი­დან“ ღია ზღვა­ში გა­ი­ტა­ცა.

13 წლის ბიჭ­მა, ოს­ტინ აპელბ­მა დახ­მა­რე­ბის მო­სა­ძებ­ნად სცა­და კა­ი­ა­კით ნა­პი­რამ­დე მი­ეღ­წია, თუმ­ცა ნავი წყლით აივ­სო, რის გა­მოც ის იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და მან­ძი­ლის ნა­წი­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით 4 კი­ლო­მეტ­რი ზღვა­ში ცურ­ვით და­ე­ფა­რა.

ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში აპელბ­მა გა­იხ­სე­ნა, რო­გორ ებ­რძო­და “ მძვინ­ვა­რე ტალ­ღებს“, რო­დე­საც სა­მაშ­ვე­ლო ჟი­ლე­ტით მი­ცუ­რავ­და

ორი სა­ა­თის შემ­დეგ მან ჟი­ლე­ტიც მო­იხ­სნა, რათა უფრო სწრა­ფად შე­იძ­ლე­ბო­და ცურ­ვა.

“მგო­ნი წყალ­ში რა­ღაც და­ვი­ნა­ხე და ძა­ლი­ან შე­მე­შინ­და. თავ­ში მხო­ლოდ ის მიტ­რი­ა­ლებ­და, რომ აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვაღ­წევ­დი, ვცდი­ლობ­დი ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ერ რა­მე­ებ­ზე მე­ფიქ­რა, რათა პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბა შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა. ბო­ლოს და ბო­ლოს ნა­პირს მი­ვაღ­წიე, სა­ნა­პი­როს ფსკერს შე­ვე­ხე და ძა­ლა­გა­მო­ლე­უ­ლი და­ვე­ცი. თუმ­ცა კი­დევ ორი კი­ლო­მეტ­რი უნდა მერ­ბი­ნა, რომ ტე­ლე­ფო­ნამ­დე მივ­სუ­ლი­ყა­ვი" - იხ­სე­ნებს ოს­ტი­ნი.

რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი ცურ­ვის შემ­დეგ ბიჭ­მა ნა­პირს მი­აღ­წია და დახ­მა­რე­ბის მო­სა­ძებ­ნად გა­იქ­ცა, ტე­ლე­ფო­ნით მან სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­ში და­რე­კა და გა­ნა­ცხა­და, რომ მის ოჯახს ზღვა­ში შვე­ლა სჭირ­დე­ბო­და, რის­თვი­საც "ვერ­ტმფრე­ნე­ბი, თვითმფრი­ნა­ვე­ბი და ნა­ვე­ბი" იყო სა­ჭი­რო.

ზარს რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცია მოჰ­ყვა, სა­დაც სა­ზღვაო პო­ლი­ცია, ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ზღვაო მაშ­ვე­ლე­ბი და და­სავ­ლეთ ავ­სტრა­ლი­ის სა­მაშ­ვე­ლო ვერ­ტმფრე­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

47 წლის ქალი, 12 წლის ბიჭი და 8 წლის გო­გო­ნა სა­მაშ­ვე­ლო ვერ­ტმფრენ­მა სა­ღა­მოს 8:30-ზე იპო­ვა, ისი­ნი სერ­ფინ­გის და­ფას ეჭი­დე­ბოდ­ნენ.

ისი­ნი უსაფრ­თხო ად­გილ­ზე გა­მო­იყ­ვა­ნეს.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით “მო­ხა­ლი­სე სა­ზღვაო მაშ­ვე­ლე­ბის“ მე­თა­ურ­მა, პოლ ბრეს­ლენდმა გა­ნა­ცხა­და:

"მო­ზარ­დი ბი­ჭის ქმე­დე­ბე­ბი უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბის ღირ­სია, მის­მა გამ­ძლე­ო­ბამ და სი­მა­მა­ცემ სა­ბო­ლო­ოდ დე­დი­სა და და-ძმის სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×