
ამბროლაურის სოფელ კვარცხუთში მომხდარ უბედურ შემთხვევას მეშვიდეკლასელი ბიჭის, დავით (დადუ) აპუსიდისის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ცნობილი ხდება, ბავშვი სახლში, ბუხარში ცეცხლს ანთებდა, შემთხვევით ბენზინი შეასხა და ძლიერი აალების დროს მან მძიმე დამწვრობა მიიღო. მას შემდეგ ბავშვი ერთი თვეზე მეტხანს თბილისში, დამწვრობის ცენტრში ებრძოდა სიკვდილს, მაგრამ სამწუხაროდ, იმდენად მძიმე იყო დამწვრობა, რომ ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.დღეს გლოვაა მის სოფელში, სკოლაში, სადაც ყველას უყვარდა საყვარელი ბიჭუნა. ყველა განიცდის მომხდარს და უჭირთ მასზე წარსულში საუბარი.
“უმძიმესი დღე გვაქვს... კვარცხუთის საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მეშვიდე კლასის მოსწავლის - დავით (დადუ) აპუსიდისის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებს, კლასელებს, პედაგოგებს და მეგობრებს.
სკოლის საზოგადოება იზიარებს ამ უმძიმეს დანაკარგს და თანაგრძნობას უცხადებს ყველას, ვისაც ეს ტრაგედია შეეხო. ნათელში იყოს დადუ, ჩვენო დიდო ტკივილო, შენი სპეტაკი სული”, - ვკითხულობთ სკოლის სამძიმრის წერილში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე