რეზონანსი
02.02.2026

გამკაცრებაზე უფრო პრევენცია ეწოდება, რომ ქვეყანაში არ იყოს ისეთი ვითარება, როდესაც გარედან შემოტანილი ფულადი რესურსებით შესაძლებელია დესტაბილიზაციის მოხდენა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.

მისივე თქმით, პროექტის განხორციელება, რომელიც ქვეყანას ემსახურება, არ იქნება შეზღუდული.

„სხვა შემთხვევაში არავინ არაფერს უშლის, არც ერთი პროექტის განხორციელება, რომელიც ემსახურება ქვეყნის განვითარებას, შეზღუდული არ არის“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პირველი მოსმენით განიხილავენ „გრანტების შესახებ“, ასევე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ კანონებსა და დამატებით ხუთ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს. „გრანტების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებებით წესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, დასჯადი ხდება გარე ლობიზმი და ზუსტდება გრანტების განმარტება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×