რეზონანსი
02.02.2026

2025 წლის დეკემბერში ფულის გათეთრებასა და უკანონო სამეწარმეო საქმიანობაზე სისხლის სამართლებრივი დევნა 28 საქმეზე დაიწყო. ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ, საქართველოს მასშტაბით, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისა და შეწყვეტის მაჩვენებლებშია აღნიშნული.

მონაცემების თანახმად, ქედან 13 საქმე კონკრეტულად ფულის გათეთრებას, ხოლო 15 უკანონო სამეწარმეო საქმიანობას ეხება.

ამასთან, დეკემბერში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2664 პირის მიმართ.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა როგორია ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის დანაშაულებზე დევნის დაწყების მაჩვენებლები.

საქსტატის მიხედვით, 2025 წლის დეკემბერში , ამ ტიპის დანაშაულებზე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებლები, ასეთი იყო:

უკანონო სამეწარმეო საქმიანობა - 15 ფაქტი;

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ( ფულის გათეთრება) –13 ფაქტი;

სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის ან სხვა კომერციული აღნიშვნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენება - 7 ფაქტი;

უაქციზო საქონლის გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა - 26 ფაქტი;

რაც შეეხება დანაშაულს ფულად-საკრედიტო სისტემაში, დეკემბრის სტატისტიკა ასეთია:

კრედიტის უკანონოდ მიღება - 7 ფაქტი;

ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება - 11 ფაქტი;

ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადება ან გასაღება - 5 ფაქტი.

წყარო: „ბიზნესპრესნიუსი“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×