
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პარიზს რუსეთთან დიალოგი არასდროს გამოურიცხავს, უკრაინასთან სრული გამჭვირვალობის პირობით. ჟან-ნოელ ბარომ აღნიშნა, რომ ევროპას საკუთარი ინტერესების დასაცავად რუსეთთან პირდაპირი კონტაქტი სჭირდება.
„ევროპელებს, რომლებიც ამჟამად უკრაინის მთავარი ფინანსური და სამხედრო სპონსორები არიან, უნდა ჰქონდეთ არხი, რათა დაიცვან თავიანთი ინტერესები, პასუხისმგებლობის სხვაზე დელეგირების გარეშე“, - განაცხადა მინისტრმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მშვიდობისკენ სწრაფვის რეალურ სურვილს არ აჩვენებს, რასაც რუსეთის ბოლოდროინდელი თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე ადასტურებს.
ფრანგმა დიპლომატმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას შეუძლია მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.