
როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში აცხადებენ, სკოლებში მე-12 კლასი გაუქმდება. პარალელურად, იმ მოსწავლეებს, რომლებსაც მე-12 კლასში სწავლის გაგრძელების სურვილი ექნებათ, ამ შესაძლებლობას მისცემენ. სამინისტროს განმარტებით, ამისთვის წინასწარი რეგისტრაცია გამოცხადდება. ცვლილებები 2027-2028 სასწავლო წლიდან დაიწყება.
განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ისაუბრა იმ სასწავლო წელზე, როდესაც ბოლო მე-12 და ამავდროულად, მე-11 კლასის მოსწავლეები ერთდროულად დაამთავრებენ სკოლას და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გავლენ. მისი თქმით, სამინისტრო აბიტურიენტთა გაორმაგებული რაოდენობისთვის მზადაა და პარალელურად, პროფესიული განათლების კომპონენტიც ძლიერდება.
სკოლის ერთდროულად დასრულება მოუწევთ იმ მოსწავლეებს, რომლებიც ახლა მე-11 და მე-10 კლასებში არიან. ამას საზოგადოების დაბნეულობა გამოიწვია. აქამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, სკოლის ერთდროულად დასრულება უწევთ იმ მოსწავლეებს, რომლებიც ახლა მე-10 და მე-9 კლასებში არიან.
"იმედმა" ინფორმაციის დაზუსტებისთვის განათლების სამინისტროს კიდევ ერთხელ მიმართა, სადაც დაადასტურეს, რომ სკოლის ერთდროულად დასრულება მოუწევთ მათ, ვინც ახლა მე-9 და მე-10 კლასებში არიან. ახლანდელი მე-9 კლასი დაასრულებს 11 კლასს, ახლანდელი მე-10 კლასი კი - 12 კლასს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე