რეზონანსი
01.02.2026

მომდევნო 48 საათის განმავლობაში ირანზე დარტყმას და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს ველოდები, – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა.

სერბეთის პრეზიდენტის თქმით, მსოფლიო უკიდურესად სახიფათო მომენტშია. მისივე განმარტებით, უმოკლეს დროში დიდ სამხედრო და პოლიტიკურ არეულობებს ელოდება.

ვუჩიჩმა მსოფლიო საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენები პოტენციურ სამხედრო მოქმედებებს დაუკავშირა და ისტორიულ მოვლენებთან გაავლო პარალელი. ვუჩიჩმა მონიკა ლევინსკის საქმე გაიხსენა და აღნიშნა, რომ ხშირად, როდესაც მედიაში დიდი სკანდალები ჩნდება (მაგალითად, ეფშტეინის ამჟამინდელი დოკუმენტები), საზოგადოების ყურადღების გადასატანად მიიღება გადაწყვეტილებები აფეთქებებისა და თავდასხმების შესახებ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×