რეზონანსი
30.01.2026

ჩვენ უნდა დავაზღვიოთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი გარე ჩარევის რისკებისგან და ამას ემსახურება ეს კანონპროექტიც, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გრანტების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით განუცხადა.

პრემიერის შეფასებით, ხელისუფლება უკვე მრავალი წელია წარმატებით ახერხებს საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას და ამას მომავალშიც განაგრძობს.

„ამას ემსახურება ის ინიციატივები, რომლებიც წარვადგინეთ პარლამენტში. თქვენ ნახეთ ერთ-ერთი ევროკომისრის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ეძებენ კანონის გვერდის ავლის გზებს. მარტივად არის საქმე, ეს კანონი, რომელიც დაინიცირდა, ემსახურება ასეთი მექანიზმების ჩაკეტვას. არ შეიძლება პოლიტიკა არც პირდაპირ და არც ირიბად ფინანსდებოდეს ჩვენს ქვეყანაში. როდესაც პირდაპირ გიანონსებენ უხეშად კანონის დარღვევას, აქ უნდა მიიღო ზომები“, –  განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×