რეზონანსი
30.01.2026

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია საკრებულოში ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის, ზაქარია წიკლაურის ინიციატივას - ლევან ღოღობერიძის ქუჩისთვის ამბროსი ხელაიას სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით, გამოეხმაურა.

ოდიშარიამ განაცხადა, რომ თუ არსებობს ისეთი სახელდებები, რომლებიც ჩვენს ისტორიასთან და დღევანდელობასთან აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის, უნდა გადაფასდეს.

„ჩემთვის მართლაც სიახლე იყო, რომ თბილისში არ გვაქვს ამბროსი ხელაიას ქუჩა. მინდა, ამ ინიციატივისთვის ჩვენს კოლეგას მადლობა გადავუხადო. ასევე, ვიზიარებ სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის პოზიციას, რომ ყველა მსგავსი ინიციატივა კომისიური წესით განვიხილოთ“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×