
სულ მინდოდა დამეწერა, ხმამაღლა მეთქვა და ახლა მემგონი ზუსტად მაგის დრო დადგა - ბევრი რამე რომ გავუტარეთ ჩვენ, საზოგადოებამ, უმრავლესობამ ეგრეთ წოდებულ "იუთუბერებს", თავი რომ კიტრად მოაქვთ და აზრის გიგანტებად მიაჩნიათ - იმიტომ აუვარდათ კიდევ უფრო მეტად თავში და დგანან აქ და მორალს გვიკითხავენ - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე, „იუთუბერ“ ნიკა კაკოიშვილის განცხადებაზე რუსეთში მოგზაურობის შესახებ.
როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, „იუთუბერი“ გარკვეული პერიოდის წინ, სანამ კრედიტებს დააგროვებდა - პირდაპირ ეთერში იჯდა, აზარტულ თამაშებს, სლოტებს თამაშობდა და საზოგადოებას, ახალგაზრდებს ბინძურ და საშიშ მაგალითს აძლევდა.
ექსპერტის შეფასებით, ამ წარსულის ხალხი, ბავშვების გაფუჭებაში რომ წვლილი აქვთ შეტანილი არ უნდა მორალისტობდნენ და მით უფრო ჭკუას არ უნდა გვარიგებდნენ, როცა მავნებლური წარსული "უმაგრებთ ზურგს".
„სულ მინდოდა დამეწერა, ხმამაღლა მეთქვა და ახლა მემგონი ზუსტად მაგის დრო დადგა - ბევრი რამე რომ გავუტარეთ ჩვენ, საზოგადოებამ, უმრავლესობამ ეგრეთ წოდებულ "იუთუბერებს", თავი რომ კიტრად მოაქვთ და აზრის გიგანტებად მიაჩნიათ - იმიტომ აუვარდათ კიდევ უფრო მეტად თავში და დგანან აქ და მორალს გვიკითხავენ. ეს ერთ-ერთია - ვინმე კაკო, რომლის არც სახელი ვიცი, არც გგვარი და დიდად არ მივაქცევდი ყურადღებას, რომ არა მისი გულის ამრევი მორალისტობა და ყალბი მედასავლეთეობა! აი, ეს ტიპი გარკვეული პერიოდის წინ, სანამ კრედიტებს დააგროვებდა - პირდაპირ ეთერში იჯდა, აზარტულ თამაშებს, სლოტებს თამაშობდა და საზოგადოებას, ახალგაზრდებს ბინძურ და საშიშ მაგალითს აძლევდა. ჰოდა, ბიჭო ამ წარსულის ხალხი, ბავშვების გაფუჭებაში რომ წვლილი გაქვთ შეტანილი რას მორალისტობთ? დაეგდეთ რა თქვენთვის და აკეთეთ რასაც აკეთებთ, ანუ ფული. შეეშვით ჭკუის დარიგებას, როცა მავნებლური წარსული "გიმაგრებთ ზურგს" - წერს ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.