რეზონანსი
27.01.2026

 ის, რაც ბოლო თვეში მინეაპოლისში მოხდა, ამერიკელების ყველაზე ძირითად ღირებულებებს ღალატობს - ჩვენ არ ვართ ის ერი, რომელიც ქუჩაში ესვრის საკუთარ მოქალაქეებს, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

„ჩვენ არ ვართ ის ერი, რომელიც დაუშვებს საკუთარ მოქალაქეებზე სასტიკ მოპყრობას მათი კონსტიტუციური უფლებების გამოყენების გამო. ჩვენ არ ვართ ერი, რომელიც ფეხქვეშ თელავს მე-4 შესწორებას [პირადი ცხოვრების და საკუთრების დაცვა სახელმწიფოს თვითნებური ჩარევისგან] და ითმენს თანამოქალაქეების დატერორებას", - აღნიშნა ბაიდენმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ძალადობასა და ტერორს არ აქვს ადგილი ამერიკის შეერთებულ შტატებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სამიზნე თავად მთავრობის მხრიდან ამერიკის მოქალაქეები ხდებიან".

„ვერცერთი ადამიანი ვერ გაანადგურებს იმას, რასაც ამერიკა წარმოადგენს და რისიც მას სწამს - თვით პრეზიდენტიც კი - თუ ჩვენ, მთელი ამერიკა, ფეხზე დავდგებით და ხმას ამოვიღებთ. ჩვენ ვიცით, ვინ ვართ. დროა, ეს მსოფლიოს ვაჩვენოთ. უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ დროა, ეს საკუთარ თავს დავანახოთ", - დასძინა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×