რეზონანსი
27.01.2026

მე ძალადობის წინააღმდეგი ვარ, თუ აპროტესტებთ, მშვიდობიანად გააპროტესტეთ, – ამის შესახებ აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა განაცხადა, რითაც აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა.

„ვიცი, რომ ჩემს მეუღლეს, პრეზიდენტს, გუშინ შესანიშნავი საუბარი ჰქონდა მინესოტის გუბერნატორთან და მინეაპოლისის მერთან. ისინი ერთად მუშაობენ, რათა ეს პროცესი მშვიდობიანი და არეულობის გარეშე იყოს. მე ძალადობის წინააღმდეგი ვარ. თუ აპროტესტებთ, მშვიდობიანად გააპროტესტეთ“, – განაცხადა მელანია ტრამპმა.

ცნობისთვის, ალექს პრეტის დაღუპვის შემდეგ, რომელიც საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის ოპერაციის დროს სროლის შედეგად გარდაიცვალა, მინესოტაში საპროტესტო აქციები განახლდა. აშშ-ის ხელისუფლება აცხადებს, რომ სროლა თავდაცვის მიზნით მოხდა, თუმცა ეს ვერსია ბევრი მოქალაქისთვის საეჭვოა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×