რეზონანსი
27.01.2026

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უცხო ქვეყნის საელჩოზე ტერაქტის მომზადების ბრალდებით სამი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

დაკავებულები არიან 2000 წელს დაბადებული ილგარ გულიევი ილჰამ ოღლუ, 2005 წელს დაბადებული ამინ ფირიევი ელშად ოღლუ და 2005 წელს დაბადებული ელვინ ალიზადე სანან ოღლუ.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირი დაამყარეს და შეიძინეს საგნები, რითაც ტერორისტულ აქტს გეგმავდნენ. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ისინი საელჩოსთან მიახლოებისთანავე დააკავეს.

სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით სამივე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×