რეზონანსი
27.01.2026

სააპელაციო სასამართლო დაკავებული პოეტის, ზვიად რატიანის საქმის განხილვას იწყებს. ზვიად რატიანს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 

უფლებადამცველის თქმით, დაცვის მხარე მიჩნევს, რომ საქმე ეფუძნება დაზარალებულის ტკივილის სუბიექტურ აღქმას, რაც „საკმარის სტანდარტს არ ქმნის იმისთვის, რომ მოხდეს ქმედების სისხლისსამართლებრივად კვალიფიკაცია“. 

„პროკურატურა ზვიად რატიანის მიერ ერთჯერად სილის გაწვნას აფასებს, როგორც პოლიციელზე თავდასხმას. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო უკვე განაჩენი და დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა პოლიციელზე წინააღმდეგობას ჩადენილი ძალადობით. დაცვის მხარის პოზიცია არის ის, რომ მაქსიმუმ რაზეც შეიძლება რომ საუბარი ყოფილიყო ზვიად რატიანის ქმედებაში დანაშაულის ნიშნებთან მიმართებით, ეს შესაძლოა ყოფილიყო სხვაგვარი ძალადობის ჩადენა, თუმცა ამ შემთხვევაშიც მიგვაჩნია, რომ მთლიანად საქმე ეფუძნება დაზარალებულის სუბიექტურ აღქმას ტკივილთან მიმართებით, რაც საკმარის სტანდარტს არ ქმნის იმისთვის, რომ მოხდეს ქმედების სისხლისსამართლებრივად კვალიფიკაცია. 

აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია დღესაც იქნება ის, რომ ქმედება ინტენსივობის გათვალისწინებული, იმის გათვალისწინებით, რომ ერთჯერადად მოქნეული სილის გაწვნა არ შეიძლება შეფასდეს, როგორც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული“, - განაცხადა უფლებადამცველმა. 

შეგახსენებთ, სასამართლომ პოეტ ზვიად რატიანს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებული პოეტს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით [წინააღმდეგობა, მუქარა აწ ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ] გადაუკვალიფიცირა და აღნიშნული ბრალის მიხედვით ცნო დამნაშავედ.

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, ზვიად რატიანი 23 ივნისს დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×