
ქალი პოლიტიკოსები პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრას ითხოვენ - ამ მოთხოვნით ოპოზიციონერებმა უწყებაში განცხადება ცოტა ხნის წინ დატოვეს.
ქალი პოლიტიკოსები ითხოვენ, პოლიტიკურ პატიმრებისთვის, ნანა სანდრესისა და ანასტასია ზინოვკინასთვის ციხეში შესაბამისი სამედიცინო კვლების ჩატარებას ითხოვენ.
ოპოზიციონერები დღეს პატიმრების უფლებების დასაცავად, 18:00 საათზე პენიტენციურ სამსახურთან აქციასაც გამართავენ.
დღეს ჩვენ პენიტენციურის მისაღებში დავრჩებით და მთელი დღის განმავლობში დაველოდებით ჩვენს განცხადებაზე პასუხს. მოვითხოვთ დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, გიორგი პატარიძესთან, ასევე სამედიცინო მიმართულების ხელმძღვანელთან, მალხაზ ურთქმელიძესთან შეხვედრას. საქმე ეხება ანასტასია ზინოვკინას და ნანა სანდერის საკითხს, რომელსაც ჩვენ გულგრილად ვერ ვუყრებთ. გვაქვს კონკრეტრული საკითხები, რაზეც ამ შეხვედრაზე უნდა ვისაუბროთ, მათ შორის ისეთი საკითხები, რაზეც ჯერ საჯაროდ არ გვისაუბრია", - ამბობს თეონა ჭალიძე.