
მე გეუბნებით, რომ [მითების დეტექტორი] ტროლია, უცნობია ყველასთვის ამ ორგანიზაციის მიზნები,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ოპოზიციური მედიის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხად განაცხადა.
ნინო წილოსანის განცხადებით, სწორედ ოპოზიციური მედიის მიზანია, რომ ტროლის სტატუსი მიაკუთვნონ კონკრეტულ სუბიექტებს.
„მითების დეტექტორი“, ანუ ტროლის მიერ გამოვლენილ იქნა ტროლები?! ანუ დავუჯეროთ მითების დეტექტორ ტროლს?! მე გეუბნებით, რომ [მითების დეტექტორი] ტროლია, უცნობია ყველასთვის ამ ორგანიზაციის მიზნები. ეს ხომ თქვენი ტელევიზიის მიზანია, რომ ვიღაცას დაარქვათ ტროლი! ტროლი დაარქვათ ადამიანს, რომელიც სიმართლეს ამბობს BBC-ის სტატიასა და დოკუმენტურ ფილმზე, რომ ეს იყო ტყუილი, ანუ ტროლს ეძახით ადამიანს, რომელიც იცინოდა, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანი იყო თუთიყუშს ბუმბული რომ დასცვივდა“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.