
ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს. ილია ღუდუშაურს ხელბორკილები გუშინ საღამოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მისვლის შემდეგ დააპატიმრეს.
ინფორმაციას ღუდუშაურის დაკავების შესახებ "ტვ პირველს" ადვოკატი, დიმიტრი მჭედლიშვილი უდასტურებს. რას ედავებიან ყოფილ მაღალჩინოსანს, ამ ეტაპზე უცნობია. როგორც უფლებადამცველი ამბობს, ამის შესახებ მას შემდეგ გახდდება ცნობილი, რაც ყოფილი მაღალჩინოსანს ბრალი წარდგენება და დაცვის მხარეს საქმის მასალები გადაეცემა. დიმიტრი მჭედლიშვილი ილია ღუდუშაურთან წინასწარი დაკავების იზოლატორში დღეს უნდა შევიდეს.
ილია ღუდუშაური ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის მოადგილედ 2022 წლის 3 იანვარს დაინიშნა.
გუშინ დაკავებული ილია ღუდუშაურის ძმა, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური რამდენიმე თვის წინ დაააკავეს.
საბოლოოდ, თანხის გაფლანგვაში ბრალდებული მაღალჩინოსანი 10 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა.