რეზონანსი
25.01.2026

როდესაც სჭირდებათ, ისინი ერთიანად წარმოჩინდებიან, როდესაც დასჭირდებათ - ცალ-ცალკე, თუმცა, სინამდვილეში ისინი ერთიან კოლექტიურ ძალას წარმოადგენენ და ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა ოპოზიციის ერთიანობაზე საუბრისას.

მისივე თქმით, საზოგადოებამ ისიც კარგად იცის, რომ ოპოზიცია ქვეყნის გარედან იმართება.

„ისინი არ ცდილობენ საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას, არამედ დარბიან ბრიუსელის კაბინეტებში და ცდილობენ, რომ იქნებ როგორმე დასანქცირდეს ქვეყანა. როგორც კი რაიმე გაჟღერდება ევროკავშირის ბიუროკრატების მხრიდან გარკვეულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, დააკვირდით, როგორი სიხარულით ჩამწკრივდებიან და სიხარულს ვერ მალავენ”, - აღნიშნა კახიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×