
იმ მედიკამენტებზე, რომლებზეც ვრცელდება რეფერენტული ფასები, ასეთი დისონანსები, პარადოქსული შეუსაბამობები საბედნიეროდ არ გვაქვს, მაგრამ მოგეხსნებათ ეს მხოლოდ 7 000 მედიკამენტზე ვრცელდება, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
მისივე თქმით, ცალკეულ მედიკამენტებზე ზღვრული ფასის დაწესება არ შეიძლება წნეხს ზრდიდეს სხვა მედიკამენტებზე, რაც უარყოფითად აისახება სხვა მედიკამენტების მომხმარებლების ფინანსურ შესაძლებლობებზე.
„ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენ აქტიურად დავაკვირდებით ამ ყველაფერს. გვაქვს გარკვეული მონაცემები, ანალიტიკა ამ მიმართულებით ყოველთვის ხორციელდება“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
მინისტრმა ასევე ისაუბრა სურსათზე ფასების კლების რეალურ შესაძლებლობაზეც.
„ერთის მხრივ გასაგებია, რომ ბიზნესს აქვს უფლება იმუშაოს მოგებაზე, მაგარმა ეს უნდა იყოს დაბალანსებული და სამართლიანი. ბიზნესსექტორიც კი თვითკრიტიკულად გამოიყურება, როდესაც ისინი ხაზგასმით ამბობენ, რომ არსებობს ჭარბი ფასნამატი. ისინი ასევე საუბრობენ იმაზე, რომ რეალურად არსებობს პერსპექტივა და პოტენციალი იმისა, რომ არსებითად შემცირდეს ფასები, რომლებიც მოქალაქეებს თაროზე ხვდება“, - განმარტა სარჯველაძემ.