რეზონანსი
25.01.2026

დავოსში, წლევანდელი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიმდინარეობისას, სექსმუშაკებზე მოთხოვნა რეკორდულად გაიზარდა, მათ შორის, ერთმა კლიენტმა, სავარაუდოდ, ოთხი დღის განმავლობაში ხუთ ქალთან ერთად ყოფნაში შთამბეჭდავი - 114 000 დოლარი გადაიხადა. ამის შესახებ New York Post-ი, შვეიცარიულ გამოცემა „20 Minutes“-ზე დაყრდნობით წერს.

სტატიის თანახმად, გლობალური ელიტის „მუშაობა ბოლომდე, გართობა ბოლომდე“ დამოკიდებულება აშკარად გამოიკვეთა შვეიცარიულ ქალაქში ესკორტებისადმი გაძლიერებულ მოთხოვნაში. შვეიცარიული გაცნობისა და ეროტიკული სერვისების პლატფორმა Titt4Tat-ის ცნობით, გლობალური ლიდერების, დიდი ტექნოლოგიური კომპანიების აღმასრულებელი დირექტორებისა და შეძლებული მაგნატების ჩამოსვლამ სექსმუშაკებზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა.

"ეროტიკული სერვისების მოთხოვნებმა 19 იანვარს, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გახსნის დღეს, 79-ს მიაღწია, რაც შოკისმომგვრელ 4000%-იან ზრდას ნიშნავს, იუწყება შვეიცარიული გამოცემა „20 Minutes“. პლატფორმა Titt4Tat-მა, რომელიც სექსმუშაკებს პოტენციურ კლიენტებთან აკავშირებს, განაცხადა, რომ კონფერენციამდე დავოსში საშუალოდ დღეში მხოლოდ ორი დაჯავშნა ფიქსირდებოდა ყოველწლიურად." - წერს New York Post-ი.

რეგიონული ფრანგული გაზეთის „La Dépêche“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გამოცემა წერს, რომ სექსმუშაკებს შორის იყვნენ სტუდენტები, მასწავლებლები და მოგზაურებიც, რომლებიც "შეძლებული, გავლენიანი პირებისგან რამდენიმე დამატებითი დოლარის შოვნას ცდილობდნენ."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×