
ახლა მნიშვნელოვანია უკრაინაში ტერიტორიული საკითხის გადაწყვეტის იმ ფორმულის განხორციელება, რომელიც ანკორიჯის სამიტზე შემუშავდა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ახლა კი, ყველაფრის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ტერიტორიული საკითხის გადაწყვეტის კონკრეტული ფორმულა შემუშავდა ანკორიჯში და ანკორიჯის წინა დღეს. ახლა კი მისი განხორციელება უმნიშვნელოვანესია", - განაცხადა პესკოვმა.
მისი მტკიცებით, ტერიტორიულ საკითხთან დაკავშირებით „ანკორიჯის ფორმულის" განხორციელება კონფლიქტის დარეგულირების პროცესში სწრაფ პროგრესს უზრუნველყოფს.
„როგორც კი ეს მოხდება („ანკორაჟის ფორმულის" განხორციელება), სწრაფი პროგრესი შესაძლებელი იქნება", - აღნიშნა პესკოვმა.