რეზონანსი
25.01.2026

"მაქსიმუმი იქნება გაკეთებული, რომ ეს მძიმე ტვირთი მოეხსნას საზოგადოებას" - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ფასების რეგულირების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, საპარლამენტო სესიაზე, საკითხთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე იმსჯელებენ.

"მომავალი კვირიდან იწყება საპარლამენტო სესია, შესაბამისად, დღის წესრიგში მდგარი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი გახლავთ სწორედ დროებითი კომისიის შექმნა, რომელიც პარალელურად მთავრობაში მომუშავე კომისიისა და სუს-ის მიერ წარმოებული შესაბამისი საგამოძიებო საპროცესო მოქმედებებისა, იქნება დაკავებული სწორედ ოპტიმალური ფასის დადგენით, დადგენის პროცესში არსებული რეალობის განსაზღვრით. იქნებიან გამოკითხული ის ადამიანები, ვინც უშუალოდ არიან დაკავშირებული ფასწარმოქმნის პროცესთან.

მაქსიმუმი იქნება გაკეთებული, რომ ეს მძიმე ტვირთი მოეხსნას საზოგადოებას. როგორც პროდუქტებზე, საწვავზეც იყო ოპტიმალური ფასი", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×