რეზონანსი
25.01.2026

დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბრიტანელი ჯარისკაცები სიძლიერით არავის ჩამოუვარდებიან და ყოველთვის შეერთებული შტატების გვერდით იქნებიან. ტრამპი იმ მსხვერპლზეც საუბრობს, რომელიც ბრიტანელმა სამხედროებმა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში გაიღეს.

„გაერთიანებული სამეფოს ძალიან მამაცი ჯარისკაცები ყოველთვის შეერთებულ შტატებთან იქნებიან. ავღანეთში 457 მათგანი დაიღუპა, ბევრი მძიმედ დაიჭრა და ისინი დიდ მეომრებს შორის იყვნენ. ეს კავშირი იმდენად ძლიერია, რომ მისი გაწყვეტა შეუძლებელია. გაერთიანებული სამეფოს სამხედრო ძალებს, უზარმაზარი გულითა და სულით, არავინ ჰყავთ თანასწორი (შეერთებული შტატების გარდა). ჩვენ ყველანი გვიყვარხართ და ყოველთვის გვეყვარებით", - დაწერა ტრამპმა.

მანამდე ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს ალიანსის დახმარება არასდროს დასჭირვებია და ავღანეთში ნატოს სამხედროები ფრონტის ხაზიდან მოშორებით იდგნენ. თეთრი სახლის ლიდერის განცხადებას შეურაცხმყოფელი უწოდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა, ტრამპს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×