რეზონანსი
22.01.2026

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში, პრემიერის ინიციატივას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მისი ინიციატივა "დებატების სივრცის გახსნაზე მისასალმებელია, მითუმეტეს დღეს არსებულ მწვავე სოციალურ პოლიტიკური კონფრონტაციის ფონზე, რომ პაექრობამ ცივილიზებული ფორმა და შინაარსი მიიღოს, როგორც განვითარებულ დემოკრატიებში.“ 

ანჯაფარიძის თქმით, იმისათვის რომ ჯანსაღი დებატები დაბრუნდეს პოლიტიკურ ცხოვრებაში ისინი უნდა წარმოებდეს ჯანსაღ და ცივილურ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ოპონენტებთან და არა უცხო ქვეყნების აქაურ აგენტურასთან.

„პრემიერის ინიციატივა დებატების სივრცის გახსნაზე მისასალმებელია, მითუმეტეს დღეს არსებულ მწვავე სოციალურ პოლიტიკური კონფრონტაციის ფონზე, რომ პაექრობამ ცივილიზებული ფორმა და შინაარსი მიიღოს, როგორც განვითარებულ დემოკრატიებში. დარწმუნებული ვარ, რადიკალური ოპოზიცია ამ შეთავაზებას უკუაგდებს.

ამიტომ ჩემი სუბიექტური თვალსაზრისით, იმისათვის რომ ჯანსაღი(!) დებატები დაბრუნდეს პოლიტიკურ ცხოვრებაში ისინი უნდა წარმოებდეს ჯანსაღ და ცივილურ საზოოგადოებრივ და პოლიტიკურ ოპონენტებთან და არა უცხო ქვეყნების აქაურ აგენტურასთან. არც იმათთან, ვინც 2003-2012 წწ დანაშაულებს სჩადიონენ და ვინც ამის იდეოლოგები იყვნენ.

შეიძლება ვინმე არ დამეთანხმოს, მაგრამ ჩემი ხედვა ასეთია.“ - წერს ანჯაფარიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×