რეზონანსი
21.01.2026

გრიპთან მიმართებაში, წინა წლებთან შედარებით არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ყველა მაჩვენებელი ნორმაშია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის განმარტებით, სექტორი გრიპის სეზონს მომზადებული შეხვდა. უწყების ხელმძღვანელმა მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

“არაფერი უცნაური იმაში არაა, რომ ზამთრის სეზონზე გრიპის გავრცელების მაჩვენებელი მატულობს. ეს ბუნებრივი პროცესია. მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ წინა წლებთან შედარებით არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ყველა მაჩვენებელი ნორმაშია. ის, რომ ზამთარში მოსალოდნელია გრიპის მაჩვენებლის გაზრდა, ეს ნორმალურია. ჩვენ ვაკვირდებით და ვუყურებთ მონაცემებს და ამ მონაცემებს სხვა ქვეყნების მაჩვენებლებს ვადარებთ. ეს ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება.

ჯანდაცვის სექტორი მზადაა, რომ ამ გამოწვევას გაუძლოს. თუმცა, ამავდროულად, ყველას მოვუწოდებ, რომ აიცრას და სტანდარტული ჰიგიენური ნორმები დაიცვას”, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×