რეზონანსი
21.01.2026

არ მჭირდება ძალის გამოყენება, არ მინდა ძალის გამოყენება, არ გამოვიყენებ ძალას, აშშ მხოლოდ გრენლანდიას ითხოვს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

მისი თქმით, არ სურს ძალის გამოყენება, თუმცა

“არაფერი მოგვითხოვია და არასდროს არაფერი მიგვიღია. სავარაუდოდ, არაფერს არ მივიღებთ, თუ გადაჭარბებული ძალის გამოყენებას არ გადავწყვეტ, როდესაც, სიმართლე გითხრათ, შეუჩერებელი ვიქნებით. მაგრამ არ მინდა ამის გაკეთება. ახლა ყველა ამბობს: “ოჰ, კარგი”. ეს სავარაუდოდ ყველაზე დიდი განცხადებაა, რომელიც გამიკეთებია. ხალხს ეგონა, რომ ძალას გამოვიყენებდი. არ მჭირდება ძალის გამოყენება, არ მინდა ძალის გამოყენება, არ გამოვიყენებ ძალას. ერთადერთი რამ, რასაც აშშ ითხოვს, არის ადგილი სახელად “გრენლანდია”, რომელიც უკვე გვქონდა როგორც მეურვეს, მაგრამ პატივისცემით დანიას დავუბრუნეთ არც ისე დიდი ხნის წინ, მას შემდეგ, რაც გერმანელები, იაპონელები, იტალიელები და სხვები დავამარცხეთ მეორე მსოფლიო ომში. დავუბრუნეთ ის. ძალიერები ვიყავით მაშინ, მაგრამ ახლა გაცილებით უფრო ძლიერები ვართ,” - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, აშშ-ს გრენდლანდია სურს მსოფლიოს დაცვისთვის.

„ასე რომ, ყინულის ნაჭერი გვინდა მსოფლიოს დასაცავად. და ისინი არ გვაძლევენ. არასდროს სხვა არაფერი არ მოგვითხოვია და მიწის ეს ნაჭერი შეგვეძლო შეგვენარჩუნებინა და არ შევინარჩუნეთ. ასე რომ, მათ არჩევანი აქვთ, შეგიძლიათ თქვათ “კი” და ძალიან დავაფასებთ ამას, ან შეგიძლიათ თქვათ “არა” და ამას დავიმახსოვრებთ. ძლიერი და უსაფრთხო ამერიკა ძლიერ ნატო-ს ნიშნავს”, - განაცხადა ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×