რეზონანსი
21.01.2026

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად ჩავიდა.

თეთრი სახლის ლიდერის თვითმფრინავი ციურიხის აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა.

რამდენიმე საათში ტრამპი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

აღსანიშნავია, რომ ტრამპი დავოსში დღეს დილით აპირებდა გაფრენას, თუმცა აფრენიდან რამდენიმე წუთში მისი თვითმფრინავი ტექნიკური გაუმართაობის გამო ვაშინგტონში დაბრუნდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×