რეზონანსი
21.01.2026

სურსათის ფასებზე შექმნილი სამთავრობო კომისია უკვე ერთი საათია ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს ხვდება. 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის თქმით, ქვეყანაში უნდა იყოს ფასდადგენის ის სტანდარტი, რაც საზოგადოებას მძიმე ტვირთად არ დააწვება.

"ბუნებრივია, რომ ქვეყანაში უნდა იყოს ფასდადგენის ის სტანდარტი, რაც შესაბამისად არ დააწვება ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ერს მძიმე ტვირთად. ბუნებრივია, ის ზედმეტად წარმოქმნილი და არალოგიკური ფასნამატი უნდა იყოს გააზრებული, გაანალიზებული და შესაბამისი ინსტიტუტების და ინსტრუმენტების გამოყენებით, ბუნებრივია, რომ უნდა დაიწყოს ფასი იმ ზღვრამდე, რაც არის ლოგიკური, ბუნებრივი და არ უნდა იყოს ასეთი აცდენა და სხვაობა, რაც მაგალითად, საფრანგეთსა და საქართველოს სუპერმარკეტებს შორის არსებობს. იგივე ეხება რა თქმა უნდა, საწვავს და სხვა ფასებს, რომლის გადამოწმების მნიშვნელოვანი ვალდებულება აიღო სამთავრობო კომისიამ," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×