რეზონანსი
21.01.2026

როგორც მოსალოდნელი და პროგნოზირებული იყო, 2025 წელს ტურიზმის შემოსავლების ნაწილშიც რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა - 6%-იანი ზრდა 2024 წელთან შედარებით და 4.7 მილიარდი აშშ დოლარის საერთო დანახარჯები ტურიზმის ინდუსტრიაში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა.

მისი თქმით, ზრდადი იყო შემოსავლები 2025 წლის მე-4 კვარტალში, სადაც ეს მაჩვენებელი 9.2%-ით გაიზარდა და 1 052.4 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ტურიზმის ინდუსტრიიდან შემოსავლების ზრდა ძირითადად სამიზნე ბაზრებზე მოდის. „ესაა ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი, ყურის ქვეყნები, ისრაელი, აზერბაიჯანი და სხვა პრიორიტეტული მიმართულებები, რომელზეც ეკონომიკის სამინისტრო და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მიმდინარე წელსაც, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ძალიან აქტიურ მუშაობას“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აზიის მიმართულებებზე, როგორც სამიზნე ბაზრებზე. „ინდოეთისა და ჩინეთის ბაზრები ასევე პრიორიტეტული მიმართულებებია. მიმდინარე წლის განმავლობაში ამ ბაზრებზე მთელი რიგი მარკეტინგული აქტივობებია დაგეგმილი, რომელზეც ქვეყნის ტურისტული პოტენციალისა და პროდუქტის წარმოჩინება მოხდება. შედეგად, 2026 წელს კიდევ უფრო საინტერესო ტურისტულ წელს ველოდებით“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×