რეზონანსი
21.01.2026

„ჯეოქეისის“ თავმჯდომარის, ვიქტორ ყიფიანის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ახალი არჩევნები კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთ მექანიზმად რჩება, არსებული პოლიტიკური კლასი ამ პროცესისთვის ჯერ მზად არ არის. მისი თქმით, არსებული ოპოზიციური პარტიების სისუსტის ფონზე, ახალი პოლიტიკური ძალების ჩამოყალიბება სწორედ იმ სამოქალაქო წინააღმდეგობიდან უნდა დაიწყოს, რომელიც დღეს საზოგადოებაში ვითარდება და რომელიც ქვეყნის პოლიტიკური მომავლისთვის უფრო ჯანსაღ საფუძვლად მიიჩნევა.

„არჩევნები, რა თქმა უნდა, იქნება ამ კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთი საშუალება, მაგრამ რაც შეეხება არსებული ოპოზიციური პარტიების მზაობას, ეს არის, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და რთული საკითხი. მოდით, ასე გიპასუხებთ - როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ოპოზიციაზე, მე პირადად ვისურვებდი, რომ ახალი ქართული ოპოზიციის ფორმირება მოხდეს იმ სამოქალაქო წინააღმდეგობის წიაღიდან, რისი მოწმენიც ჩვენ ვართ. ალბათ, ასე აჯობებს არა მარტო ოპოზიციისთვის, არამედ ქართული პოლიტიკური აზრისთვის და ჩვენი ხვალინდელი დღისთვის“, - ამბობს ვიქტორ ყიფიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×