
peedtest.net-ის მონაცემებზე დაყრდნობით, ვრცელდება იმ ქვეყნების სია, რომლებსაც მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მობილური ინტერნეტი ექნებათ 2026 წელს.
საქართველო ამ მაჩვენებლით მე-14 ადგილზეა და ბულგარეთისა და დანიის გარდა, ევროკავშირის ყველა ქვეყანას უსწრებს. სტატისტიკის თანახმად, საქართველოში ინტერნეტის სიჩქარე წამში 169,82 მეგაბიტია.
2025 წლის დეკემბრის მონაცემების თანახმად, მობილური ინტერნეტის სისწრაფით, საქართველო ისეთ ქვეყნებს უსწრებს, როგორებიცაა ნიდერლანდები, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია და შვეიცარია.
Speedtest-ის რეიტინგში პირველ ადგილზეა არაბთა გაერთიანებული საამიროები, მე-2 ადგილზეა კატარი, მესამეზე კი - ქუვეითი.