რეზონანსი
20.01.2026

რადიკალებმა შექმნეს ცრუ, ხელოვნური აჟიოტაჟი, იქიდან გამომდინარე რომ კიდევ უფრო მეტი პოლარიზაცია გამოიწვიონ საზოგადოებაში,- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა. 

„ჩვენ კარგად ვიცით, იქითა მხარე არ აღიარებს ბატონ ყაველაშვილს, როგორც პრეზიდენტს. რატომ ჰქონდათ რაიმეს მოლოდინი?თუმცა, ამას რომ თავი დავანებოთ, რა თქმა უნდა, შეწყალება არის ჰუმანური აქტი იმ პატიმრების მიმართ, რომლებიც აანალიზებენ თავიანთ დანაშაულს. ამ შემთხვევაში საუბარია მსჯავრდებულებზე, რომლებიც ამბობენ, რომ დანაშაული არ ჩაუდენიათ, არაფერს ინანიებენ და ფაქტობრივად, შეგვიძლია უტრირებულად ვთქვათ, რომ გამოვლენ, იგივეს ჩაიდენენ. აქედან გამომდინარე, არავის უნდა უკვირდეს, რომ არ მოხვდნენ შეწყალებულთა შემადგენლობაში, ხოლო მათი მშობლების ამ სახით გამოყენება მორიგი ბინძური ნაბიჯია რადიკალების მხრიდან“, - აცხადებს მაჭავარიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×