რეზონანსი
20.01.2026

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ეკა სეფაშვილმა მედიასთან ისაუბრა ამერიკა-ევროკავშირის უთანხმოებაზე გრენლანდიის გარშემო.

მან ხაზი გაუსვა, რომ ამ გლობალური ბრძოლაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება რესურსებსა და დამაკავშირებელ გზებს.

„ეს არის გლობალური ბრძოლა და, იმედი მაქვს, გლობალური აქტორები ამ ბრძოლაში სამხედრო ესკალაციამდე არ მივლენ“ - თქვა ეკა სეფაშვილმა. განაცხადა ისიც, რომ დღეს მიმდინარეობს გავლენების სფეროების გადანაწილება.

„ამერიკასა და ევროკავშირს შორის წარმოშობილი უთანხმოება გრენლანდიასთან დაკავშირებით, მიუთითებს იმაზე, რომ გლობალურად მიმდინარეობს ბრძოლა გავლენის სფეროების გადანაწილებისთვის. გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება როგორც რესურსებს, ასევე სხვადასხვა ქვეყნებისა და კონტინენტების დამაკავშირებელ გზებზე კონტროლის მოპოვებას. ეს არის გლობალური ბრძოლა და, იმედი მაქვს, გლობალური აქტორები ამ ბრძოლაში სამხედრო ესკალაციამდე არ მივლენ; შემოიფარგლებიან მხოლოდ სავაჭრო ომებით ან დიპლომატიური გზით გადაწყვეტენ ამ საკითხს“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×