რეზონანსი
20.01.2026

მეოთხე დღეა, თბილისში შეუჩერებლად მიმდინარეობს გზებისა და ფეხით სავალი მონაკვეთების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოები. დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები კვლავ 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.

ტროტუარები და მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებები, ამჯერად, ბაგებში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე იწმინდება. ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა.

„ბოლო დღეების განმავლობაში, დედაქალაქში, თოვლის სახით, უხვი ნალექი მოვიდა. ბუნებრივია, პირველივე წუთიდან მერიის შესაბამისი სამსახურები მუშაობის 24-საათიან რეჟიმში გადავიდა. თავიდან, პრიორიტეტი იყო ცენტრალურ გამზირებსა და ქუჩებზე შეფერხებები მოგვეხსნა, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილებულიყო. ამ ეტაპზე, თოვა შეწყდა და შესაძლებლობა გვაქვს, შიდასაუბნო ქუჩებზე დავიწყოთ გაწმენდის სამუშაოები. სრული მობილიზებით ვიწყებთ ტროტუარებსა და და ჩიხებში მუშაობას. ყველგან მივალთ, სადაც პრობლემა იქნება. გზების წმენდის სამუშაოები გაგრძელდება, ვიდრე ყველა ლოკაციაზე არ მოიხსნება არსებული პრობლემა. მოსახლეობას მოვუწოდებ, საჭიროების შემთხვევაში, მერიის ცხელი ხაზით მოგვმართონ და შეძლებისდაგვარად, მოკლე დროში აღმოვფხვრით პრობლემას“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

17 იანვრიდან დღემდე, დედაქალაქის ქუჩებსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე ხუთი ათას ტონაზე მეტი ტექნიკური მარილი დაიყარა.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×