რეზონანსი
20.01.2026

„თბილისი ენერჯის“ ცნობით, გაზსადენის დაზიანების გამო გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 3300 აბონენტს შეუწყდა.

კერძოდ, გაზსადენის დაზიანების გამო, დღეს 20 იანვარს 06:30 სთ-დან გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა:

„გლდანის III მ/რ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპ. 1, 2, 3, 4, 4ა, 5, 6, 7, 7ა, 8, 9, 10, 10ა, 11, 12, 13, 13ა, 68ა, 68ბ, 69, 70, 71, 72, 73, 74, 75, 76, 77, 85-ში, ასევე III-ა მ/რ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპ. 3, 3ა-შიმცხოვრებ მოსახლეობასა და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მცირე კომერციულ ობიექტებს.

გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება დღეს, 10:00 სთ-დან და დასრულდება 16.00 სთ-მდე.

ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.

გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.

თუ იგრძენით გაზის სუნი დარეკეთ მითითებულ ნომრებზე:

ცხელი ხაზი: +995 32 2404004 სწრაფი რეაგირების სამსახური 114“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×