
ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მარში იმართება.
მოქალაქეებმა ფილარმონიასთან შეკრება 19:00 საათზე დაიწყეს, რის შემდეგაც საკანონმდებლო ორგანოსკენ დაიძრნენ.
ორგანიზატორების ინფორმაციით მარში „სინდისის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას ეძღვნება“.
მსვლელობის მონაწილეებს ხელში უჭირავთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერი: „თავისუფალი სიტყვა არ კვდება, იგი მრავლდება“; 416 დღე საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოს გარეშე“.
მას შედეგ, რაც მარშის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტთან მივლენ, რუსთაველის გამზირზე ყოველდღიური აქცია განახლდება.
მოქალაქეები ერთ წელზე მეტია, რაც საკანონმდებლო ორგანოსთან აქციებს მართავენ უცვლელი მოთხოვნებით: დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებულები.