
ნიკოლოზ ხოსროშვილი გერმანიის ელჩთან შეხვედრას ადასტურებს. იგი იმ შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილეა, რომელიც „ქრონიკის“ ინფორმაციით, პეტერ ფიშერთან საელჩოში 15 იანვარს გაიმართა.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ამ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, „გირჩის“ წევრი ლუკა მიშველაძე, ასევე მეგი ფერაძე, არჩილ გოჩიტაშვილი, დავით სეხნიაშვილი, სერგეი ყანჩელი, ნიკოლოზ ხოსროშვილი, ანნი ფრიდონაშვილი და დათა ქაშიაშვილი.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ელჩი, პეტერ ფიშერი ოპოზიციის აქტივისტებს უხსნიდა, რომ „დღევანდელი საპროტესტო ღონისძიებები მომავალში შედეგს არ მოიტანს, რის გამოც აუცილებელია, რომ როგორც ირანში საპროტესტო აქციებს მოჰყვა ადამიანთა მსხვერპლი, რაც გადაიზარდა მასობრივ რადიკალურ პროტესტში - ასეთივე სცენარით განვითარდეს მოვლენები საქართველოში“.