რეზონანსი
17.01.2026

BBC-მ „ქართული ოცნების“ საჩივარი განხილვაში მიიღო. ამ ეტაპზე სარჩელი უშუალოდ ბრიტანეთის მაუწყებელშია შესული, თუმცა იმ შემთხვევაში თუ BBC საჩივრით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარს იტყვის პროცესი გაერთიანებული სამეფოს კომუნიკაციების კომისიაში, შემდეგ ადგილობრივ სასამართლოსა და არ არის გამორიცხული, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოშიც გაგრძელდეს.

„ქართული ოცნება“ BBC-სგან დაუსაბუთებელი და ცილისმწამებლური რეპორტაჟის ყველა პლატფორმიდან აღებას და ბოდიშის მოხდას ითხოვს. მმართველი გუნდი ეჭვობს, რომ BBC-ის მიერ მომზადებული ე.წ. საგამოძიებო ფილმი პოლიტიკური კამპანიის ნაწილიც იყო.

„ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ BBC-ი ბოდიშს მოიხდის, რაც ჩვენი მთავარი მოთხოვნაა. საწინააღმდეგო შემთხვევაში, უკვე შემდეგი ეტაპებია. ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ, რადგან ეს არის აბსურდზე შეთითხნილი სიუჟეტი“, - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×