რეზონანსი
13.01.2026

საქართველოს სჭირდება საკუთარი ტრამპი და ისე ჩვენც კარგად შევძლებთ ბანკების მფლობელთა კრიმინალური სინდიკატის მოშთობას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„დონალდ ტრამპმა ამერიკის ბანკებს საკრედიტო ბარათებზე მოგება შეუზღუდა 10%-ის ზედა ზღვრით. საქართველოს კი მართავს ყაჩაღი ბანკირი, რომელიც სულ უფრო იმატებს ბანკებს, ხალხის ხარჯზე ზემოგებებს. საქართველოს სჭირდება საკუთარი ტრამპი და ისე ჩვენც კარგად შევძლებთ ბანკების მფლობელთა კრიმინალური სინდიკატის მოშთობას და სწორედ ამიტომ ეშინიათ ამ კრიმინალებს ასე ძლიერ ჩემი. ასე რომ, მე არა მხოლოდ მოსკოვის და ივანიშვილის ტყვე ვარ, არამედ ასევე რუხაძის, ჩხარტიშვილების, გილაურების და სინდიკატის ყველა სხვა სუბიექტის“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×