რეზონანსი
13.01.2026

ნინო წილოსანი ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ექსპრემიერმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც გამოძიებასთან თანამშრომლობა გადაწყვიტა.

"რა თქმა უნდა, ოჯახის წევრები იქნებიან ნაწყენები და ეს ბუნებრივია. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, როდესაც ითანამშრომლა გამოძიებასთან...

რა თქმა უნდა, ყველა რისკი მან გათვალა და უფრო მეტი სიბინძურის ამოყრა ალბათ, არავისთვის არ იქნებოდა სასურველი. მათ შორის, სასამართლო პროცესები ალბათ სწორედ ამას უზრუნველყოფს, ხომ? უამრავი მოწმე იკითხება, უამრავი ფაქტი საჯაროვდება და ალბათ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით მიიღო მან გადაწყვეტილება… დეტალები თავისთავად უკვე მეტ სიბინძურეს ქმნის”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×