რეზონანსი
13.01.2026

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები მოსკოვს არ დაეხმარება გამარჯვებაში.

ზელენსკის თქმით, ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით თითქმის 300 უპილოტო საფრენი აპარატი და ათობით რაკეტა გაუშვა, რის შედეგადაც ასობით ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. კრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დარტყმების მთავარი სამიზნე კვლავ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო.

„რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ სიცივე ომის მოგებაში არ დაეხმარება. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება“, -განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მსოფლიოს შეუძლია უპასუხოს რუსულ ტერორს დახმარების ახალი პაკეტებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×