რეზონანსი
13.01.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია DAMAC Properties-ის დამფუძნებელ ჰუსეინ საჯვანის შეხვდა. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მსხვილი საინვესტიციო კომპანიების წარმატებულ საქმიანობას საქართველოში.

„ხაზგასმით აღინიშნა ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო და საინვესტიციო შესაძლებლობები, მათ შორის სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორში ინვესტირების მიმართულებით არსებული პოტენციალი და ტურიზმის სექტორის ზრდის დინამიკა. გამოითქვა ორმხრივი ინტერესი სამომავლო თანამშრომლობის კუთხით. DAMAC-ჯგუფი ახლო აღმოსავლეთში სასტუმროებისა და უძრავი ქონების მოწინავე დეველოპერია, რომელიც 15 ქვეყანაში ოპერირებს და რომლის წლიური შემოსავალი 4 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. დასაქმებული ჰყავს 4 ათასზე მეტი თანამშრომელი“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ინფორმაციაში.

შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×