რეზონანსი
13.01.2026

პარიზში ფრანგი ფერმერების აქცია მიმდინარეობს. ევროკავშირსა და მერკოსურს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გასაპროტესტებლად ფრანგი ფერმერები პარიზში დაახლოებით 350 ტრაქტორით ჩავიდნენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით ევროპის ბაზარზე იაფი პროდუქცია მოხვდება და ადგილობრივი მეწარმეები დაზარალდებიან. 

ტრაქტორების ნახევარი ტრიუმფალურ თაღთან განათავსეს, ხოლო მეორე ნახევარი საფრანგეთის პარლამენტის შენობასთან. როგორც ფრანგული მედია წერს, 20 იანვარს ფერმერები აქციის ჩატარებას სტრასბურგში, ევროპარლამენტის შენობასთან გეგმავენ.

ცნობისთვის, მოლაპარაკებების დაწყებიდან 25 წლის შემდეგ, ევროკავშირმა სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას მიაღწია. შეთანხმებას მერკოსურის სავაჭრო ბლოკთან, რომელიც მოიცავს ბრაზილიას, არგენტინას, პარაგვაის და ურუგვაის, ევროპარლამენტის დამტკიცება სჭირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×