რეზონანსი
12.01.2026

ვაფასებთ ევროკავშირთან ურთიერთობას, თუმცა ბოლო პერიოდში საქართველოს მიმართ არსებული მიდგომები მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის არასწორი პოლიტიკური მიმართულება თავად ევროპასა და მის ინტერესებს აზიანებს.

„ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ევროკავშირის სტრუქტურებში მიმდინარე პროცესებზე, იმ პოზიციებზე, რომლებიც ძალიან ხშირად აცდენილია თავად ევროპის ინტერესებს. რა თქმა უნდა, საქართველოს აქვს ინტერესი ევროკავშირთან ურთიერთობების. ვაფასებთ იმ ურთიერთობას, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოგვიყალიბდა. თუმცა, ის მიდგომები, რაც ევროკავშირის ბიუროკრატიის მხრიდან ბოლო პერიოდში ჩანდა საქართველოს მისამართით, მიუღებელია. ესაა იმ მცდარი პოლიტიკის შედეგები, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ. ორმაგი სტანდარტები, არასწორი პოლიტიკური ნაბიჯები უპირველესად, ევროპის რეპუტაციას აზიანებს. ამაზე დღეს ხმამაღლა თუ საუბრობენ, ეს არამხოლოდ საქართველო და მისი ხელისუფლებაა, არამედ სხვებიც. სხვებიც კარგად ხედავენ, რომ ის არასწორი პოლიტიკური მიმართულებები, რომლებითაც ევროკავშირის პოლიტიკა ხორციელდება, აზიანებს ევროპას და მის ინტერესებს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×